Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

  ეს დღეც საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.   გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი დავალებები, ამ  მოდულში გავიგეთ,  რომ პროექტზე  მუშაობისას   აუცილებლად  გათვალისწინებული  უნდა იქნეს  ყველა  მოსწავლის საჭიროება და შესაძლებლობა, რათა მოსწავლეებისათვის გასაგები და შესასრულებადი იყოს.  ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე.
  გული მწყდება, რომ ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთის ასეთი სითბოსა  და გულისხმიერებისათვის.

Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

 ტრენინგის მეექვსე დღე, როგორც ყოველთვის დღესაც ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შექმნა. ვისწავლეთ  როგორც წრიული,  ასევე სვეტოვანი დიაგრამების გაკეთება. შეფასების რუბრიკების მოძიება და დამზადება.
გეგმების გადახედვა გზამკვლევიდან, ვისწავლეთ Power Point-ში პრეზენტაციის გაკეთება. ჩემთვის ბევრი ახლის აღმოჩენა იყო.
დღემ, როგორც ყოველთვისნაყოფიერად ჩაიარა.
 დიდი მადლობა ქეთის.

Saturday, February 21, 2015

ტრენინგის .მეხუთე დღე

 მეხუთე დღეც, როგორც ყოველთვის ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემია ჩემთვის. გავეცანით საავტორო უფლებებს და ვიმსჯელეთ მათი დაცვის აუცილებლობაზე. ვისწავლეთ  მოსწავლის ახალი ბლოგის შექმნა, ბლოგებში გაჯეტების გაკეთება. სურათების გადმოტვირთვა HTML.
 დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი ასეთი გულისხმიერებისათვის.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

  ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო როგორც ყოველთვის წინა დღით ნასწავლი მასალის გამეორებით. გავიხსენეთ შეფასების მეთოდები. შევავსეთ პროექტის შეფასების სქემა. შევადგინეთ პროექტის დროში გაწერილი შეფასების სქემა, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტის შექმნისათვის და წარმართვისათვის. ასევე გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ პროექტის მსვლელობას. ვისწავლეთ პორთფოლიოს პრეზენტაციის გაკეთება, სურათების ჩასმა ბლოგზე.
  ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.






Saturday, February 14, 2015

ტრენინგის მესამე დღე

    დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. გავიხსენეთ ბუკლეტების დამზადება.
 მესამე დღე ვფიქრობ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო. დავიწეთ პროექტზე მუშაობა, გავიგე როგორ გამოვიყენო პროექტში საგნობრივი სტანდარტი და ინდიკატორები, XXI  საუკუნის უნარ-ჩვევები, ასევე ბლუმის ტაქსონომიის კითხვები, რომელიც მართლაც  ჩემთვის აღმოჩენა იყო და ძალიან სასარგებლო.

Sunday, February 8, 2015

ტრენინგის მეორე დღე

 ძალიან დამაფიქრა პროექტებმა, აქამდე მე უფრო სხვა ფორმატით ვწერდი. ახლა კი უფრო საინტერესო და სახალისო გახდა ჩემთვის და ვფიქრობ სხვებსაც გავუზიარო ჩემი სიხარული. გავიხსენეთ word -ი და შევისწავლეთ კიდევ ახალი ელემენტები, ვისწავლე როგორ შევქმნა და  როგორ ვიმუშაო  პროექტის ბუკლეტებზე და  ბუკლეტისათვის როგორ მოვიძიო რესურსი, რაც მოსწავლეებს უფრო სახალისოს გაუხდის დავალებებს.

ტრენინგის პირველი დღე

გავეცანი ინტელის სასწავლო კურსს, რამაც ძალიან დამაინტერესა. გავეცანი 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს. გავიგე  თუ როგორ შეიძლება შევქმნა ჩემი საკუთარი ელექტრონული პორტფოლიო. გავიგე  როგორ უნდა ვწერო პროექტები და ვფიქრობ ტრენინგზე ნასწავლ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში.