Tuesday, March 3, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

   ამ დღესაც, როგორც ყოველთვის ბევრი ახალი  ვისწავლეთ.
 ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი" ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.  ბევრი სიახლე გავიგე, რაც ვფიქრობ ჩემს პრაქტიკაში გამომადგება. ვისწავლეთ ბლოგის ახალი გვერდების შექმნა, ასევე ,,პიკასა" ალბომის გაკეთება.
 ამ ტრენინგის შემდეგ დარწმულებული ვარ გამიადვილდება ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტების დაგეგმვა და პროექტის პორტფოლიოს შექმნა. ტრენინგი საშუალებას აძლევს მასწავლებელს იყოს მუდმივი განვითარების პროცესში. 
დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის გულისხმიერებისათვის.

ტრენინგის მერვე დღე

   დღევანდელი დღე, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. გავიხსენეთ წინა დღეს ნასწავლი მასალა. გავიხსენეთ რა არის ფასილიტაცია და შევქმენით ფასილიტაციის რესურსი. გადავხედეთ საქაღალდეებს, დავახარისხეთ და გადავიტანეთ ბლოგზე.

Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

  ეს დღეც საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.   გავიმეორეთ წინა დღეს ნასწავლი დავალებები, ამ  მოდულში გავიგეთ,  რომ პროექტზე  მუშაობისას   აუცილებლად  გათვალისწინებული  უნდა იქნეს  ყველა  მოსწავლის საჭიროება და შესაძლებლობა, რათა მოსწავლეებისათვის გასაგები და შესასრულებადი იყოს.  ვისაუბრეთ ფასილიტაციის მნიშვნელობაზე.
  გული მწყდება, რომ ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ქეთის ასეთი სითბოსა  და გულისხმიერებისათვის.

Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

 ტრენინგის მეექვსე დღე, როგორც ყოველთვის დღესაც ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშის შექმნა. ვისწავლეთ  როგორც წრიული,  ასევე სვეტოვანი დიაგრამების გაკეთება. შეფასების რუბრიკების მოძიება და დამზადება.
გეგმების გადახედვა გზამკვლევიდან, ვისწავლეთ Power Point-ში პრეზენტაციის გაკეთება. ჩემთვის ბევრი ახლის აღმოჩენა იყო.
დღემ, როგორც ყოველთვისნაყოფიერად ჩაიარა.
 დიდი მადლობა ქეთის.

Saturday, February 21, 2015

ტრენინგის .მეხუთე დღე

 მეხუთე დღეც, როგორც ყოველთვის ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემია ჩემთვის. გავეცანით საავტორო უფლებებს და ვიმსჯელეთ მათი დაცვის აუცილებლობაზე. ვისწავლეთ  მოსწავლის ახალი ბლოგის შექმნა, ბლოგებში გაჯეტების გაკეთება. სურათების გადმოტვირთვა HTML.
 დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი ასეთი გულისხმიერებისათვის.

Sunday, February 15, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

  ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო როგორც ყოველთვის წინა დღით ნასწავლი მასალის გამეორებით. გავიხსენეთ შეფასების მეთოდები. შევავსეთ პროექტის შეფასების სქემა. შევადგინეთ პროექტის დროში გაწერილი შეფასების სქემა, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტის შექმნისათვის და წარმართვისათვის. ასევე გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ პროექტის მსვლელობას. ვისწავლეთ პორთფოლიოს პრეზენტაციის გაკეთება, სურათების ჩასმა ბლოგზე.
  ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.






Saturday, February 14, 2015

ტრენინგის მესამე დღე

    დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. გავიხსენეთ ბუკლეტების დამზადება.
 მესამე დღე ვფიქრობ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო. დავიწეთ პროექტზე მუშაობა, გავიგე როგორ გამოვიყენო პროექტში საგნობრივი სტანდარტი და ინდიკატორები, XXI  საუკუნის უნარ-ჩვევები, ასევე ბლუმის ტაქსონომიის კითხვები, რომელიც მართლაც  ჩემთვის აღმოჩენა იყო და ძალიან სასარგებლო.